Monday, December 5, 2011

1. პროექტის სახელწოდება:  ,,პატარა ბიზნესმენები"

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2  წინადადებით: სკოლის სახურავზე ,,სათბურის" მოწყობა...დეკორატიული ყვავილების ,,გახარება", შეიძლება სხვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისაც...

3. პროექტის  აქტუალობა: ვინაიდან სკოლას ამშვენებს სხვადასხვა ღონისძიებები: ზეიმები,ღია გაკვეთილები,კონკურსები და ა.შ. ბავშვები თავიანთი მოვლილი და ,,ნალოლიავები" ყვავილებით გაალამაზებდნენ თითოეულ მათგანს... აგრეთვე ოთახების ,,გახალისების" მიზნით,ყოველდღე ახალ–ახალი თაიგულებით მორთავდნენ კლასებს... იუბილეებს მიულოცავდნენ თანატოლებსაცა და უფროსებსაც... ხოლო,თუ  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებსაც მოუვლიდნენ /მაგ:  სხვადასვა ბოსტნეულს/,ამას გადასცემდნენ სკოლის ბუფეტსაც და,ნამატის შემთხვევაში, გადასცემდნენ განსაკუთრებულ დაწესებულებებს საჩუქრად; დახმარებას გაუწევდნენ ხელმოკლე ოჯახებსაც; აგრეთვე ექსკურსიებზეც საკუთარი ნაშრომით მოიწონებდნენ თავს...

4. პროექტის მიზნები: მიმაჩნია,რომ სკოლისთვის ამდაგვარი სათბურების მოწყობა მნიშვნელოვანია,რამეთუ ,,სკოლა ცოდნისა და ბავშვობის ტაძარია" და რაც მოზარდის სულის ლამაზად და ჰარმონიულად ჩამოყალიბებას უფრორე მეტად ხელს შეუწყობს,ჩვენი ძალისხმევაც იქით უნდა მივმართოთ. ამავე დროს,ბავშვებს შევაყვარებთ შრომასაც და საკუთარი შრომის დაფასებასაც; ვასწავლით ქველმოქმედების გაღებასაც...

5. მონაწილეთა ასაკი: 5–6 წლიდან 17–18 წლამდე /ანუ: პირველი კლასიდან მე–12 კლასამდე/.T

6. ვადები/ხანგრძლივობა: სასწავლო წლის განმავლობაში...

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები ისწავლიან შრომას /აქედან გამომდინარე,სხვისი შრომის დაფასებასაც/, ყვავილებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მოყვანასა და მოვლას /მორწყავენ მორიგეობით,გადარგავენ.../, მთავარია – ამ ნაშრომის  მიზნობრივად  გამოყენებას /შეიძლება ზედმეტი პროდუქტის გაყიდვით მიღებული თანხა სკოლის ბიუჯეტსაც დაემატოს/, და,რაც უფრო მნიშვნელოვანია,ლამაზად ჩამოუყალიბდებათ სული და ეს იქნება გარანტი ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად...

8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: ცელოფანი,შავი მიწა–ნიადაგი,სასათბურე მოწყობილობა/შევეცდებით,რომ იაფი რესურსი გამოვიყენოთ/,თესლები,წყლის რეზერვუარის მოწყობა,ე.წ. ,,კანაფის" ძაფი /მცენარეები რომ არ წაიქცნენ ზრდის პროცესში,მივაბამთ.../...

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):  ბავშვები გაინაწილებენ საქმეს სკოლის ხელმძღვანელებთან და მასწავლებებთან ერთად... ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განაწილდება  საქმე :  ზოგი მოიტანს ცელოფანს/აქ: მოაზრებულია მზის ენერგიის ჩვენს სასიკეთოდ გამოყენება/,ზოგი თესლს,ზოგი შავ მიწა–ნიადაგს და ა.შ.

10. საგნებთან/საგნობრივ    ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: აბსოლუტურად ყველა საგანთან კავშირში/ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით...

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დ/კლასის მასწავლებელი – მარიკა ნოზაძე და ქ.რუსთავის მე–4 საჯარო სკოლის დირექტორი – მამუკა ხამხაძე და მისი მოადგილე – თამარ ფოცხვერაშვილი.

12. ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: marika.nozadze77@gmail.com.

13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: marika-nozadze.blogspot.com